უძღები შვილის იგავი (ლუკას სახარება 15:11–32): ქართული და აფხაზური თარგმანების შედარება (ბერძნული დედნის გათვალისწინებით)
Main Article Content
ანოტაცია
ჟურნალ „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ წინა, მე-3-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს შევუდარე პავლე მოციქულის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ სიყვარულის თემის შესახებ დისკუსიის აფხაზური – ლასურიასეული და ქართული თარგმანები (ძველ-ბერძნული წყაროს გათვალისწინებით), გადავწყვიტე გამეგრძელებინა ბიბლიის აფხაზური თარგმანების შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი. წინამდებარე სტატიაში განხილულია წმ. ლუკას სახარებიდან ამოღებული ოთხი იგავი, რომელიც ოთხი მთარგმნელის – არდა აშუბას, მუშნი ლასურიას, დიმიტრი გულიას (1874-1960) და აწ განსვენებული ზაირა ხიბას მიერ არის შესრულებული. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო მთარგმნელთა მიერ თარგმნის პროცესში გამოყენებული სტრატეგიების ჩვენება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, ტექსტის ინტერპრეტაცია, შერჩეული ლექსიკა, სინტაქსური კონსტრუქციის შერჩევა. როგორც შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, ამ თვალსაზრისით გულიას და ხიბას თარგმანები არა მხოლოდ ერთმანეთთან ახლოსაა, არამედ ოთხი აფხაზური ვერსიიდან ბერძნულთან ყველაზე ახლოს დგას, მაშინ როდესაც, აშუბას და ლასურიას აფხაზური თარგმანები დედნის უფრო მეტი თავისუფლებით თარგმნის ტენდენციას გვიჩვენებენ.