„Suffixaufnahme“-ის რევიზიისათვის ძველ ქართულში

Main Article Content

იოსტ გიპერტი

ანოტაცია

ქართული ენის დიაქრონიული კორპუსები, რომლებიც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა და სამეცნიერო მიმოქცევაშია შესული (TITUS-ის ქართული ენის კორპუსი, ქართული ენის ეროვნული კორპუსი GNC), საშუალებას იძლევა საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ძველ ქართულ ენაში დადასტურებული ერთი-ერთი ფენომენი, რომელიც სახელური ფლექსიის ყველაზე ცნობილ მახასიათებელს წარმოადგენს, კერძოდ, ადნომინალური ნათესაობითის ფორმების პოვნიერება ძველი ქართულის ტექსტებში, რომელშიც მსაზღვერად გამოყენებული არსებითი სახელი (დეგენეტიური ფორმა) განვრცობილია მის მიერ განსაზღვრული მთავარი არსებითი სახელის ბრუნვის დაბოლოებით. ეს ფენომენი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, როგორც „Suffixaufnahme“.


წინამდებარე ნაშრომში, რომელიც აღნიშნული თემისადმი მიძღვნილი გამოკვლევების სერიის პირველ ნაწილს წარმოადგენს, განხილულია ქართველოლოგიაში ფრანგი მეცნიერის მარი ფელისიტე ბროსეს მიერ შემოტანილი ფენომენის „Suffixaufnahme“-ს ისტორია. როგორც ბროსეს 1830 წლებს გამოცემული ორი ნაშრომის დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, თავად ბროსე თავის ნაშრომებში დიდწილად ეყრდნობოდა ქართველი კათოლიკოსის ანტონ I-ის ტრაქტატს თჳს ჴელოვნებისა ღრამმატიკოსობითისა, და შესაბამისად, სწორედ ანტონ კათოლიკოსი უნდა ჩაითვალის „Suffixaufnahme“-ს აღმომჩენად; გარდა ამისა, ბროსეს მიერ მოყვანილი მაგალითების უმეტესობა აღებულია არა მხოლოდ ანტონ I-ის ნაშრომიდან, არამედ იმ ხელნაწერებიდანაც, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მარი ბროსესათვის საფრანგეთის სამეფო (ამჟამად ეროვნულ) ბიბლიოთეკაში.


საკითხის დაწვრილებითმა შესწავლამ გვიჩვენა ის ხარვეზები, რომელიც მარი ბროსეს ნაშრომში გვხვდება აღნიშნული ფენომენის განხილვასთან დაკავშირებით. სტატიაში განხილულია აღნიშნული ხარვეზის გამომწვევი ფაქტორები, კერძოდ, ნაჩვენებია, რომ „Suffixaufnahme“-ს გამოყენების ზუსტი წესების დადგენას აფერხებდა ის გარემოება, რომ იმ პერიოდისათვის ძველი ქართული ენა მკაფიოდ არ იყო გამიჯნული ქართული ენის შემდგომი ეტაპებისაგან და შესაბამისად, საილუსტრაციოდ გამოყენებული მასალა ხშირ შემთხვევაში სრულიადაც არ მიეკუთვნებოდა იმ პერიოდს, რომლის დროსაც „Suffixaufnahme“-ს გამოყენება ქართული გრამატიკის თანმიმდევრული მახასიათებელი იყო.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ენათმეცნიერება