თბილისში დაცული ქართული პალიმფსესტები

Main Article Content

ბერნარ უტიე

ანოტაცია

კ. კეკელიძის სახელობის თბილისის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქართული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ძირითადი საგანძურის მფლობელია. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრში დაცული პალიმფსესტური ხელნაწერები, რომელთა რაოდენობა 10 000 ფურცელზე მეტს შეადგენს. სტატიაში წარმოდგენილია თბილისის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ქართული პალიმფსესტების კატალოგი, რომელიც სრულად აღწერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ პალიმფსესტურ ხელნაწერებს. კატალოგის შინაარსის ზოგადი მიმოხილვის გარდა სტატიაში მოცემულია ახალი ინფორმაცია დღემდე დაუდგენელი ტექსტების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. პალიმფსესტური ხელნაწერების იდენტიფიცირება და ტექსტის დადგენა შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ, TITUS-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებითა და მეორე მხრივ, Thesaurus Linguae Graecae-ის ბერძნული რესურსების ანალიზზე დაყრდნობით.

გამოქვეყნებული: Dec 20, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
ხელნაწერთა დიგიტალური შესწავლა