გრაცისა და ლაიფციგის კოლექციების ქართული ხელნაწერები: მელნის ანალიზის შედეგები

Main Article Content

სებასტიან ბოში
ეკა კვირკველია

ანოტაცია

წარმოდგენილ სტატიაში განხილულია გრაცისა (ავსტრია) და ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაზე ჩატარებული მელნის ანალიზის შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი კვლევა ქართულ ხელნაწერებზე ისტორიაში პირველად განხორციელდა. იგი გულისხმობს წითელი და შავი ფერის მელნის შედგენილობის კვლევას რამდენიმე მეთოდის გამოყენებით, როგორებიცაა: რენტგენოფლუორესცენცია, რამან-სპექტროსკოპია, ულტრაიისფერი/ხილული/ახლო-ინფრაწითელი მიკროსკოპია, 3D მიკროსკოპია. კვლევა ჩატარდა პროექტის „მწიგნობრობის განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე“ („DeLiCaTe“) ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურების შესწავლის ცენტრის (CSMC) ლაბორატორიის მიერ. კვლევის მიზანია, მელნის ანალიზი ჩაუტარდეს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ხელნაწერს ერთიანი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. ბაზაში თავს მოიყრის ინფორმაცია მელნის შედგენილობის შესახებ, რომელიც კონკრეტული რეგიონებისა და პერიოდებისთვის არის დამახასიათებელი. ამ მონაცემთა ბაზის შექმნაში საკვანძო როლი აქვს ისეთ ხელნაწერებს, რომელთაც გადაწერის ადგილი და თარიღი ახლავს. იმავე შედგენილობის მელნის გამოვლენა სხვა უანდერძო ხელნაწერის შემთხვევაში, იქნება უტყუარი საბუთი მისი წარმომავლობისა და, შესაძლოა, გადაწერის თარიღის დასადგენად.

საკვანძო სიტყვები:
ქართული ხელნაწერები, გრაცის კოლექცია, ლაიფციგის კოლექცია, მელნის ანალიზი, რენტგენოფლუორესცენცია, რამან-სპექტროსკოპია, ულტრაიისფერი/ხილული/ახლო-ინფრაწითელი მიკროსკოპია, 3D მიკროსკოპია
გამოქვეყნებული: დეკ 29, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ხელნაწერთა დიგიტალური შესწავლა