ქართული პალეოგრაფიის რევიზია: დაუთარიღებელი ხელნაწერების დათარიღება

Main Article Content

იოსტ გიპერტი

ანოტაცია

სტატიაში შეჯამებულია ძველი ქართული ხელნაწერების პირველი რადიონახშირბადული (C14) ანალიზის შედეგები, რომელიც 2024–2025 წლებში ჩატარდა ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ETH) პროექტის „მწიგნობრობის განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე“ (DeLiCaTe) ფარგლებში, გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. მათი კოლექციების 20 ხელნაწერიდან აღებულმა ნიმუშებმა, უმეტესად პალიმფსესტებიდან და, ასევე, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის სხვა დაუთარიღებელი ხელნაწერებიდან, დამაჯერებელი შედეგები მოგვცა ქართული მწიგნობრობის განვითარების ადრეული საუკუნეების შესახებ, განსაკუთრებით ხანმეტობისა და ჰაემეტობის გამიჯვნის კუთხით.
ანალიზის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ეს განსხვავება არა ქრონოლოგიური, არამედ რეგიონული ან დიალექტური პრინციპით უნდა იყოს განპირობებული, რაც ადასტურებს პირველად აკაკი შანიძის მიერ 1923 წელს გამოთქმულ ამავე შეხედულებას. კვლევის შედეგად მიღებული სხვა მნიშვნელოვანი შედეგები ეხება გარდამავალ პერიოდს ხანმეტობასა და ჰაემეტობას შორის და სანნარევი ფორმების გაჩენას; ეს უკანასკნელი ახლა დანამდვილებით შეიძლება მივაკუთვნოთ VIII საუკუნეს. შატბერდის კრებულის (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი S-1141) შემთხვევაში კი, ჩატარებულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ მის ორ – ასომთავრულითა და ნუსხურით გადაწერილ ნაწილებს შორის 100 წელზე მეტი დროის ინტერვალი უნდა ვივარაუდოთ.

საკვანძო სიტყვები:
ქართული ხელნაწერები, პალიმფსესტები, ხანმეტი, ჰაემეტი, სანნარევი, შატბერდის კრებული, რადიონახშირბადული ანალიზი, C14 ანალიზი
გამოქვეყნებული: დეკ 29, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ხელნაწერთა დიგიტალური შესწავლა