Addendum to John Chrysostom’s Homily de poenitentia in Christian Palestinian Aramaic
Main Article Content
Abstract
სინას პალიმფსესტების პროექტზე მუშაობისას მე დამევალა 1975 წელს ახლად აღმოჩენენილი კოლექციიდან ერთი ხელნაწერის Sinai, Georg. NF 19 იდენტიფიკაცია, რომელიც 61 ფურცელს შეიცავდა. ხელნაწერი პალიმფსესტურია, მისი ზედა ფენა ქართულია, კერძოდ, წარმოადგენს იოანე ზოსიმეს მიერ გადაწერილ „იადგარს“, ქვედა ფენა კი – ქრისტიანულ-პალესტინურ არამეულზე დაწერილი ტექსტია. მას შემდეგ, რაც სინური პალიმფსესტური მანუსკრიპტები ინტერნეტში განთავსდა, ნათელი გახდა, რომ პროექტის ფარგლებში ჩემთვის შესაწავლად გადმოცემულ ხელნაწერს აკლდა ერთი ფურცელი, კერძოდ, fol. 62, რომელიც არ არის პალიმფსესტური და შემორჩენილია ფრაგმენტულად. აღმოჩნდა, რომ Sinai, Georg. NF 19, fol. 62 არის გამაერთიანებელი ფურცელი, რომელიც სხვადასხვა ადგილას დაცულ ორ ხელნაწერს მიემართება – სინას მთაზე დაცულ Sinai, Georg. NF 19 ხელნაწერს და პრისტონში დაცულ Garrett MS 24 ხელნაწერს. კერძოდ, Sinai, Georg. NF 19, fol. 61-ის ტექსტს აგრძელებს fol. 62-ის ტექსტი, რომელი, თავის მხრივ, გრძელდება Garrett MS 24, fol. 99-ის ტექსტით. გაერთიანებული ტექსტი შეიცავს იოანე ოქროპირის ჰომილიის de poenitentia-ს ტექსტს, რომელიც წარმოდგენილია აქ სტატიაში დამატების სახით