ჟურნალის შესახებ
დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის დამფუძნებელთა მიერ და განკუთვნილია დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მოღვაწე სპეციალისტებისათვის. ჟურნალი წარმოდგენს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოსა და და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივ სამეცნიერო გამოცემას. ჟურნალი „დიგიტალური ქართველოლოგია“ მიზნად ისახავს საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობას და დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მომუშავე სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.