The Georgian Life of Paul of Thebes
Main Article Content
Abstract
გურიის უდაბნოსა და პარხლის მრავალთავებში დაცული პავლე თებელის „ცხოვრების“ უძველესი ქართული ვერსია დღემდე შესწავლილი არ ყოფილა. სტატიაში წარმოდგენილია თხზულების შემცველი ხელნაწერი კრებულების, ტექსტისა და პავლე თებელთან დაკავშირებული ლიტურგიკული წყაროების კვლევის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანია პავლე თებელის „ცხოვრების“ არა მხოლოდ ქართული, არამედ ბერძნული ტექსტის ისტორიისათვის. ქართული მასალის საფუძველზე შესაძლებელი გახდა „ცხოვრების“ ბერძნულ თავდაპირველ რედაქციასა და მის ავტორობასთან დაკავშირებული საკითხების განსხვავებული ინტერპრეტაცია.
გამოკვლევას ასევე ერთვის პავლე თებელის „ცხოვრების“ უძველესი ქართული ვერსიის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი სამეცნიერო აპარატით, სადაც ხელნაწერების ვარიანტულ წაკითხვებთან ერთად შეტანილია ქართული თარგმანის ბერძნულ ტექსტთან შედარების შედეგები.