Nakh-Daghestanian Languages: Digital Resources and some Examples of their Use

Main Article Content

Nina Dobrushina

Abstract

ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახი კავკასიაში ყველაზე დიდი ოჯახია, თუ გავითვალისწინებთ მასში შემავალი ენებისა და ენობრივი ვარიანტების სიმრავლეს. ბოლო ათწლეულში არაერთი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, რომლებიც მიზნად ისახავდა ამ ენათა სისტემურ შესწავლასა და დოკუმენტირებას, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი რესურსები დაღესტნის მოსახლეობის, მულტილინგვიზმის, ლექსიკისა და გრამატიკის შესახებ. მოცემულ ნაშრომში განხილულია ის რესურსები, რომლებიც ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა.


ნაშრომის დასაწყისში წამოდგენილია მოკლე ინფორმაცია მოცემული რეგიონისა და მისი ენების შესახებ (ნაწილი 1), განხილულია დაღესტნის სოფლების დემოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (ნაწილი 2), დაღესტანში არსებული მრავალენოვნების ამსახველი მონაცემთა ბაზა (ნაწილი 3), დაღესტნურ ენებში ნასესხობების მონა-ცემთა ბაზა (ნაწილი 4), არაბული, სპარსული და თურქული ენებიდან დაღესტნურ ენებში შემოსული ლექსიკის მონაცემთა ბაზა (ნაწილი 5), სვადეშის მონაცემთა ბაზა − 100 სიტყვის სია დაღესტნური ენებიდან (ნაწილი 6), დაღესტნურ ენათა ტიპოლოგიური ატლასი (ნაწილი 7) და რუთულურის დიალექტოლოგიური ატლასი (ნაწილი 8). გარდა ამისა, სტატიაში წარმოდგენილია ნახურ-დაღესტნური ენების ელექტრონული კორპუსებისა და ლექსიკონების სია.

Published: Dec 8, 2023

Article Details

Section
Digital Caucasiology