Old Georgian “Suffixaufnahme” Revisited (II)
Main Article Content
Abstract
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენისათვის დამახასიათებელი ლინგვისტური ფენომენი Suffixaufnahme – ძველი ქართული ენის ტექსტებში დადასტურებული ადნომინალური ნათესაობითის (დეგენეტიური) ფორმები, რომლებიც გავრცობილია მათ მიერ განსაზღვრული არსებითი სახელის ბრუნვის ნიშნით – ხშირად არის განხილული ქართული ენის გრამატიკოსთა მიერ, მისი გამოყენების წესები და გამონაკლისები ჯერ კიდევ არ არის ნათლად ახსნილი და სრულად წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ ფენომენის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ნაშრომში განხილულია ორი საკითხი, კერძოდ: რამდენად შესაძლებელია, რომ მოკლე და გრძელი დაბოლოებები მონაწილეობდეს Suffixaufnahme-ში, და შესაძლებელია თუ არა მორფოლოგიური ელემენტების გამეორება ორზე მეტჯერ. ნაშრომში გამოყენებულია ციფრული კორპუსები: TITUS და GNC, რომლებიც მოიცავს ქართული ენის უზარმაზარ ტექსტობრივ მონაცემებს უძველესი წერილობითი ძეგლებიდან დღემდე; ასევე გათვალისწინებულია ის ხელნაწერებიც, რომელთა დედნები დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია. ზემოთ მოყვანილი საკითხები გამოკვლეულია სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ამდენად, ნაშრომში მოცემულია ახალი ხედვა Suffixaufnahme-სა და მისი გამოყენების წესებთან დაკავშირებით.