The Sinaitic Palimpsest of Graz University Library (Ms. 2058/2)

Main Article Content

Erich Renhart

Abstract

გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია ერთი სინური ხელნაწერი, რომელიც თავიდან ბოლომდე პალიმფსესტურია (282 ფურცლიდან მხოლოდ ოთხი, 1–4 ფურცლები არ წარმოადგენს პალიმფსესტს). პალიმფსესტის ქვედა ფენის ტექსტი, რომელიც სომხური ასოებით არის შესრულებული, ზემოდან ქართულად არის გადაწერილი ქართული ტექსტით, კერძოდ ფსალმუნების წიგნისა და ბიბლიური კანტიკის ტექსტით. თავდაპირველი ხელნაწერის ხელახალი მომზადება ახალი ხელნაწერის შესაქმნელად (ხელნაწერის გაპალიმფსესტება), სავარაუდოდ, სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში უნდა განხორციელებულიყო VIII–IX საუკუნეების ზღვარზე. ის ოთხი ფურცელი, რომლებიც არ არის პალიმფსესტური, წიგნს, სავარაუდოდ, X საუკუნის მეორე ნახევარში დაურთო იოანე ზოსიმემ.


წინამდებარე სტატია აჯამებს იმ კვლევას, რომელიც 2015 წელს გერმანულად გამოაქვეყნა ავტორმა პალიმფსესტის ქვედა, გადაშლილი ფენის სომხური ტექსტის შესახებ. სტატიაში შეჯამებულია თავდაპირველი ხელნაწერის (“პირველადი” წიგნის) კოდიკოლოგია, ნაჩვენებია ხელნაწერის გაპალიმფსესტებისას გამოყენებულ პროცედურა და განხილულია ქვედა ფენის ტექსტის ყველაზე საინტერესო ნაწილები შინაარსობრივი თვალსაზრისით.

Published: Dec 20, 2022

Article Details

Section
Digital Studies of Manuscripts