Piecing together Christian Palestinian Aramaic Texts under Georgian Manuscripts
Main Article Content
Abstract
პალესტინელ ქრისტიანთა მიერ არამეულ ენაზე შესრულებული არაერთი ხელნაწერი, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის მე-5–მე-7 საუკუნეებით თარიღდება, დაშლილი და ახალი ქართული ტექსტების შესაქმნელად საწერ მასალად ხელახლა გამოყენებულ იქნა, მათ შორის მე-10 საუკუნის ქართველი მწიგნობრის იოანე ზოსიმეს მიერ. არამეული ხელნაწერების დაშლის შედეგად მიღებულ პალიმფსესტურ ფურცლებზე ქართული ხელნაწერი იოანე ზოსიმეს უნდა გადაეწერა ან იერუსალიმის მახლობლად მდებარე საბაწმინდის ლავრაში, ან სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში, სადაც ის მოღვაწეოდა. იოანე-ზოსიმეს გადაწერილი ხელნაწერი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაანაწევრეს და მისი დიდი ნაწილი გაიტანეს სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. ხელნაწერის ნაწილები ევროპასა (სანკტ-პეტერბურგში, გოტინგენში, ოსლოში) და ამერიკაში (პრინსტონში) იქაურ საჯარო და კერძო კოლექციებში მოხვდა, სინის მთაზე დარჩენილი ნაწილი კი, რომლებიც წმ. გიორგის კოშკის დახურულ საცავში ინახებოდა, 1975 წელს სხვა ხელნაწერებთან ერთად იქნა აღმოჩენილი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ხელნაწერის ცალკეული ფურცლები და ფრაგმენტები, ფარაგმენტების კოდიკოლოგიური მახასიათებლებისა და შინაარსის გათვალისწინებით, დღეისათვის დიგიტალურად პირვანდელი სახით არის აღდგენილი და „გამთლიანებული“. პალიმფსესტის ქვედა ფენა მოიცავს იშვიათი ტექსტების მთელ რიგს, მათ შორის, იერუსალიმის ლექციონარის უძველეს ვერსიას, კირილე იერუსალიმელის სწავლანი, ფსევდო-ეფრემ ასურის (Ephrem Graecus) ქადაგებას „მეორედ მოსვლისათვის უფლისა“ (Sermo in adventum Domini), იოანე ოქროპირის ჰომილიას სინანულის შესახებ და წმინდა სილოვანეს გამონათქვამებს აპოფთეგმებიდან.